6 ნოემბერს სინგაპურში Edutech Asia 2024-ის კონფერენციაზე მოხსენებით “მოსწავლის სრულფასოვანი და კომპლექსური განვითარება ამერიკული საერთაშირისო სკოლა „პროგრესის" მაგალითზე” წარვსდექი.
უცხოელ საგანმანათლებლო ლიდერებს გავუზიარე გამოცდილება სკოლების ქსელი „პროგრესის” 22 წლიანი ისტორიისა და განათლების მმართველობის წარმატებული მოდელის შესახებ.
გარდა ამისა, მონაწილეობა მივიღე მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიებში, სადაც განათლების საკითხებში გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან ერთად ვიმსჯელე მასწავლებელთა გაძლიერებაზე, კურიკულუმის გემიფიკაციაზე, პერსონალიზებულ საგაკვეთილო პროცესზე და ღრუბელზე დაფუძნებული ტექნოლოგიების დანერგვაზე.
სკოლა „პროგრესის” მომავალი 5 წლის სტრატეგია სწორედ პროცესების გაციფრულება და ავტომატიზაციაა, რათა მასწავლებლებსა და მოსწავლეებს მეტი დრო და სივრცე მივცეთ, ყურადღება მიმართონ პროდუქტიულობისა და ეფექტურობის ზრდაზე.
ყოველი ასეთი ღონისძიება წინგადადგმული ნაბიჯია სკოლის კედლებში მყოფი ადამიანების გასავითარებლად. მჯერა, კიდევ ბევრჯერ გავაზიარებთ „პროგრესის" წარმატებას საზღვარგარეთ და პირიქით - დავნერგავთ საუკეთესო საერთაშორისო განათლების პრაქტიკებს ჩვენს სკოლებში.